უკრაინული მედია - წინასწარი დაკავების იზოლატორთან სიმშვიდეა
უკრაინული მედია - წინასწარი დაკავების იზოლატორთან სიმშვიდეა

წინასწარი დაკავების იზოლატორთან, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ჰყავთ დაპატიმრებული, ამ წუთებში სიმშვიდეა. ინფორმაციას უკრაინული პრესა ავრცელებს. ადგილზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები და მის მიერ დაარსებული „ახალი ძალების მოძრაობის“ წევრები არიან შეკრებილები. ისინი შეეცადნენ ტერიტორია ბარიკადებით გადაეკეტათ, რაც სამართალდამცველებმა დროულად აღკვეთეს. მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო მანქანებია მობილიზებული.

ამ დროისათვის მშვიდი ვითარებაა კარვების ქალაქში, სადაც მიხეილ სააკაშვილის მომხრეები ადგილზე რჩებიან. მათი მოთხოვნა პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ კვლავ ძალაშია. გვიან ღამით აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა.

მიხეილ სააკაშვილი გვიან ღამით კიევში ლუგანსკის ოლქის პოლიციის ყოფილი უფროსის საცხოვრებელ ბინაში დააკავეს. იური პოკინბოროდმა ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ სააკაშვილის დაკავებასთან კავშირი არ აქვს და ინფორმაცია ოდესის ყოფილი გუბერნატორის ადგილმდებარეობის შესახებ პოლიციისთვის მას არ მიუწოდებია.