მიხეილ ჯანელიძე - ჯონ მაკკეინი საქართველოს დიდი მეგობარი და ჩვენი დასავლური გზის განუხრელი მხარდამჭერი იყო
მიხეილ ჯანელიძე - ჯონ მაკკეინი საქართველოს დიდი მეგობარი და ჩვენი დასავლური გზის განუხრელი მხარდამჭერი იყო

საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სენატორ ჯონ მაკკეინის გარდაცვალების გამო მის ოჯახსა და ამერიკელ ხალხს უსამძიმრებს.

მისი თქმით, დიდი პატივი იყო ისეთ ადამიანთან ურთიერთობა, როგორიც იყო სენატორი მაკკეინი.

„იგი ისტორიაში დარჩება, როგორც თავისუფლებისა და უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლი, საკუთარი ქვეყნის სამაგალითო პატრიოტი პიროვნება.

ჯონ მაკკეინი იყო საქართველოს დიდი მეგობარი და ჩვენი დასავლური გზის განუხრელი მხარდამჭერი.

გულითადად ვიზიარებ მისი ოჯახის, მეგობრებისა და ამერიკელი ხალხის მწუხარებას მისი გარდაცვალების გამო“, – აღნიშნულია ჯანელიძის სამძიმრის წერილში.

ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. 24 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაკკეინმა, რომელიც თავის ტვინის სიმსივნეს ებრძოდა, სპეციალურ მკურნალობაზე უარი განაცხადა. ჯონ მაკკეინს ტვინის სიმსივნის დიაგნოზი გასული წლის ზაფხულში დაუსვეს.