გარდაიცვალა სენატორი ჯონ მაკკეინი

06:35, 26.08.2018

ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მედიის ცნობით, მაკკეინი არიზონაში, საკუთარ სახლში, ოჯახის წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა.

24 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაკკეინმა, რომელიც თავის ტვინის სიმსივნეს ებრძოდა, სპეციალურ მკურნალობაზე უარი განაცხადა. ჯონ მაკკეინს ტვინის სიმსივნის დიაგნოზი გასული წლის ზაფხულში დაუსვეს.

მსგავსი