რუსმა სამხედროებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის მკვიდრი, 50 წლამდე ასაკის მამაკაცი დააკავეს.
როგორც პირველ არხს სოფელ ქვეშში გორის მერიის წარმომადგენელმა, ტარიელ ვათიაშვილმა განუცხადა, სერგო დარბაიძე საკუთარი მიწის ნაკვეთიდან არის წაყვანილი. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
სოფელი ქვეში საოკუპაციო ზოლთან მდებარეობს.