რუსეთის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე აცხადებს, რომ „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ქიმიური ნივთიერების დასამზადებელი ლაბორატორიები საქართველოსა და აშშ-ში მდებარეობს
რუსეთის დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იური შვიტკინი აცხადებს, რომ „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ქიმიური ნივთიერების დასამზადებელი ლაბორატორიები საქართველოსა და აშშ-ში მდებარეობს. შვიტკინმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი ამ ტიპის ქიმიურ ნივთიერებას არ აწარმოებს.
„მოდით, ვიმსჯელოთ იმაზე, რომ ჩვენს ტერიტორიაზე ამ ტიპის ქიმიურ ნივთიერებებს არ ვაწარმოებთ. როგორც ვიცი, ასეთი იარაღი, ასეთი ქიმიური მომწამლავი ნივთიერებები მოიპოვება საქართველოს ტერიტორიაზე, აშშ-ის ლაბორატორიებსა და თავად აშშ-ში“, – განუცხადა შვიტკინმა „რია ნოვოსტის“.
თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი მზად არის, ითანამშრომლოს გამოძიებასთან. მისივე თქმით, ქვეყნის მიმართ ბრალდებები უსაფუძვლოა.