ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ნებისმიერი პიროვნების ტოქსიკური ნერვული აგენტით მოწამლვა აკრძალული ქიმიური იარაღის გამოყენებად ითვლება
ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ნებისმიერი პიროვნების ტოქსიკური ნერვული აგენტით მოწამლვა აკრძალული ქიმიური იარაღის გამოყენებად ითვლება. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
„ნოვიჩოკის“ ქიმიური ფორმულა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის აკრძალული ქიმიკატების სიაში შედის. ორგანიზაციამ გადაწყვეტილება 2018 წელს ინგლისის ერთ-ერთ ქალაქ სოლსბერიში რუსეთის სახელმწიფო სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის, იულიას „ნოვიჩოკით“ მოწამლვის ფაქტის შემდეგ მიიღო.
ორგანიზაცია, რომელიც 193 ქვეყანას აერთიანებს, ჰააგაში მდებარეობს და 1997 წლის ქიმიური იარაღების კონვენციის აღსრულებას უზრუნველყოფს.