რუსეთის პრეზიდენტი რეგიონებში ელიტური ქვედანაყოფების განლაგებას აპირებს
რუსეთის პრეზიდენტი რეგიონებში ელიტური ქვედანაყოფების განლაგებას აპირებს. ვლადიმერ პუტინის მიერ ერთი წლის წინ შექმნილი ეროვნული გვარდია 89 რეგიონში უსაფრთხოებას დაიცავს. როგორც ცნობილია, ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელი რუსეთის პრეზიდენტის ყოფილი პირადი მცველი ვიქტორ ზოლოტოვია.
ეს ქვედანაყოფი თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს არ ემორჩილება და ბრძანებებს კრემლიდან იღებს. აღსანიშნავია, რომ ვლადიმირ პუტინმა სულ ცოტა ხნის წინ შეცვალა 11 გუბერნატორი. ამ თანამდებობაზე შედარებით ახალგაზრდა კადრები დანიშნეს.
რუსეთის ლიდერის ახალი ინიციატივის მიხედვით, ეროვნული გვარდია ასევე რეგიონული მთავრობის უსაფრთხოებაზეც იზრუნებს. კანონპროექტში ასევე ნათქვამია, რომ სამხედროებმა, საჭიროების შემთხვევაში, „სხვა პირებიც“ უნდა დაიცვან, რომელთა ვინაობაც არ არის დაკონკრეტებული.
„როსგვარდია“ 340 ათას სამხედროს აერთიანებს. მათი ნაწილი შინაგანი ჯარშიც მსახურობს. გვარდიელები ყველაზე თანამედროვე სამხედრო ტექნიკით, აპარატურითა და იარაღით არიან აღჭურვილები.