ბავარიის პრემიერ-მინისტრი რუსეთის პრეზიდენტთან ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საკითხის განხილვას გეგმავს
ბავარიის პრემიერ-მინისტრი რუსეთის პრეზიდენტთან ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საკითხის განხილვას გეგმავს

ბავარიის პრემიერ-მინისტრი მარკუს ზოდერი რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე ბერლინში საქართველოს მოქალაქის, ეთნიკურად ჩეჩენი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საკითხის განხილვას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

ბავარიის მთავრობის ხელმძღვანელი ვიზიტით მოსკოვში იმყოფება.

„ამ მკვლელობის გამოძიებაში რუსეთის ხელისუფლების თანამშრომლობა მნიშვნელოვანი და აუცილებელია“, – განაცხადა ზოდერმა. მისი თქმით, არსებული ეჭვებისა და ჭორების გათვალისწინებით, თანამშრომლობა რუსეთის ინტერესებში შედის.

მარკუს ზოდერი გერმანიის მმართველ კოალიციაში შემავალი ბავარიის „ქრისტიან-სოციალური“ კავშირის თავმჯდომარეა.

შეგახსენებთ, ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 2019 წლის აგვისტოში მოკლეს. საქმეზე დაკავებულია მკვლელობაში ეჭვმიტანილი რუსეთის მოქალაქე. გერმანიის პროკურატურა ვარაუდობს, რომ მკვლელობის უკან რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურები დგას.