გრიგორი კარასინი - რუსეთის პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ დაინტერესებულები ვართ საქართველოსთან მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობით
გრიგორი კარასინი - რუსეთის პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ დაინტერესებულები ვართ საქართველოსთან მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობით

თეორიულად ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ ამისთვის მუშაობაა საჭირო,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრაზე კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც კარასინმა პირველ არხთან საუბრისას აღნიშნა, ამ შეხვედრისთვის აუცილებელია მომზადება, რომ ჰქონდეთ განსახილველი საკითხები და შედეგზე ორიენტირებულები იყვნენ.

„პრეზიდენტების დონეზე შეხვედრისთვის მხოლოდ შეხვედრა, განხილვა და დამშვიდობება საკმარისი არ არის. აუცილებელია შედეგის მიღწევა იმისათვის, რომ ორივე ქვეყანა კმაყოფილი იყოს, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს პერსპექტივით შევხედოთ. რუსეთის პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ ჩვენ დაინტერესებულები ვართ ურთიერთობების ნორმალიზებით, საქართველოსთან მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობით. ამ დრომდე ეს აქსიომად რჩება“,- განაცხადა გრიგორი კარასინმა.