ოლაფ შოლცსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
ოლაფ შოლცსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

გერმანიის კანცლერსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის ბოლო კვირების განმავლობაში პირველი სატელეფონო საუბარი გაიმართა.

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა ოლაფ შოლცთან საუბრისას თქვა, რომ მოსკოვი უკრაინაში ნაცისტურ იდეოლოგიას ებრძვის. ამასთან, მათივე ცნობით, ვლადიმერ პუტინმა ოლაფ შოლცს უთხრა, რომ უკრაინის მთავრობა სამშვიდობო მოლაპარაკებებს ბლოკავს.

ლიდერებს შორის საუბარი გერმანიის კანცლერმაც დაადასტურა და აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტს უკრაინაში ცეცხლის სწრაფი შეწყვეტა ურჩია.​ შოლცმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ლიდერის განცხადებები, რომ უკრაინას ნაცისტები ხელმძღვანელობენ, „მცდარია“.

„მე მას ასევე ვაცნობე რუსეთის პასუხისმგებლობა სურსათის მიწოდების გლობალურ სიტუაციაზე“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

ლიდერებს შორის საუბარი ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა.