ვლადიმერ პუტინი - რუსეთი არავისთან ომს არ გეგმავს, მაგრამ ქმნის სიტუაციას, რომ სხვა ქვეყნებს მოსკოვთან შეიარაღებული კონფლიქტის განზრახვა არ ჰქონდეთ
ვლადიმერ პუტინი - რუსეთი არავისთან ომს არ გეგმავს, მაგრამ ქმნის სიტუაციას, რომ სხვა ქვეყნებს მოსკოვთან შეიარაღებული კონფლიქტის განზრახვა არ ჰქონდეთ

რუსეთი არავისთან ომს არ გეგმავს, მაგრამ ქმნის სიტუაციას, რომ სხვა ქვეყნებს მოსკოვთან შეიარაღებული კონფლიქტის განზრახვაც კი არ ჰქონდეთ, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, რუსულ სააგენტო „ტასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ვლადიმერ პუტინის თქმით, სამხედრო ხარჯების თვალსაზრისით, რუსეთი მსოფლიოში მეშვიდე ადგილზეა და აშშ-ს, ჩინეთს, საუდის არაბეთს, ბრიტანეთს, საფრანგეთს და იაპონიას ჩამორჩება, მაგრამ სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, რუსეთი სამხედრო ხარჯებს ყოველწლიურად ამცირებს. ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთმა პირველმა შექმნა ისეთი დამრტყმელი თავდასხმითი იარაღი, რომლის ანალოგი მსოფლიოში არ მოიპოვება.

„თუ 2000 წელს რუსეთის არმია 1.3 მილიონ ადამიანს ითვლიდა, ახლა რაოდენობა 1 მილიონზე ცოტა მეტია, ჯარში კი თანამედროვე შეიარაღების წილი ექვსი პროცენტიდან, 70 პროცენტამდე გაიზარდა“, – თქვა ვლადიმერ პუტინმა.