ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას კრემლი ავრცელებს.

მათი ცნობით, შარლ მიშელმა ვლადიმერ პუტინს ბელარუსის საკითხზე გამართულ ევროკავშირის სამიტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. თავის მხრივ, რუსულმა მხარემ ხაზი გაუსვა, რომ ბელარუსის  ხელმძღვანელობაზე რამე სახის ზეწოლა და ქვეყნის შიდა პროცესებში ჩარევა კონტრპროდუქტიული იქნება.

შარლ მიშელმა და ვლადიმერ პუტინმა დაადასტურეს, რომ ბელარუსში სიტუაციის სწრაფი ნორმალიზება რუსეთისა და ევროკავშირის ინტერესებშია.

შეგახსენებთ, 19 აგვისტოს ევროკავშირის სამიტი გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგ, ევროპელმა ლიდერებმა განაცხადეს, რომ ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ.