რუსეთის ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, არხანგელსკთან აფეთქების შემდეგ რადიაციის დონე დაშვებულს 16-ჯერ აჭარბებდა
რუსეთის ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, არხანგელსკთან აფეთქების შემდეგ რადიაციის დონე დაშვებულს 4-16-ჯერ აჭარბებდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
როგორც რუსეთის ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის ჩრდილოეთის სამმართველო იუწყება, 8 აგვისტოს 12:00 საათზე სევეროდვინსკის ექვს დასახლებულ პუნქტში გამა გამოსხივების დონე 4-16-ჯერ აღემატებოდა ნორმას.
მანამდე სევეროდვინსკის სამოქალაქო თავდაცვის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ სევეროდვინსკში რადიაციის დონე ნახევარის საათის განმავლობაში სამჯერ აღემატებოდა დაშვებულ ზღვარს.
8 აგვისტოს სევეროდვინსკში მდებარე სამხედრო პოლიგონზე აფეთქება მოხდა. შედეგად რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „როსატომის“ ხუთი თანამშრომელი დაიღუპა.
„ნიუ იორკ თაიმის“ წერს,. რომ რუსეთში სავარაუდოდ ფრთოსანი რაკეტა „ბირევესტნიკი“ აფეთქდა, რომელსაც ბირთვული ქობინი ჰქონდა.