„ინტერფაქსის“ ინფორმაციით, სევეროდვინსკში აფეთქების შემდეგ, რადიაქტიური ღრუბელი წარმოიქმნა
„ინტერფაქსის“ ინფორმაციით, სევეროდვინსკში აფეთქების შემდეგ, რადიაქტიური ღრუბელი წარმოიქმნა

რუსეთის ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, სევეროდვინსკში პოლიგონზე აფეთქების შემდეგ რადიაქტიური ღრუბელი წარმოიქმნა. ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ ავრცელებს. მათივე მტკიცებით, რადიაქტიური ღრუბელი ბარიუმის, სტრონციუმის და ლანთანის იზოტოპების დაშლის შედეგად წარმოიქმნა.

რუსი სპეციალისტების მტკიცებით, ამჟამად სევეროდვინსკში რადიაქტიური ფონი ნორმის ფარგლებშია.

რუსული მედიის ცნობით, 8 აგვისტოს, რუსეთის სამხედრო პოლიგონზე რადიოიზოტოპური კვების წყაროს მქონე რაკეტის გამოცდის დროს, აფეთქება მოხდა. დაიღუპა ხუთი ადამიანი, სამი დაშავდა. რამდენიმე მედიასაშუალების ცნობით, ექიმებს, რომლებიც დაზარალებულებს ეხმარებოდნენ, რადიაციის შესახებ არ უთხრეს.