რუსეთის ქალაქ ნოგინსკში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა ხუთამდე გაიზარდა

10:19, 09.09.2021

რუსეთის ქალაქ ნოგინსკში ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა ხუთამდე გაიზარდა. „ბიბისის“ რუსულენოვანი რედაქციის ცნობით, მსხვერპლთა შორის არის ერთი მოზარდი. 17-მა ადამიანმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო.

შემთხვევის ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობას განაგრძობენ.

ოფიციალური მონაცემებით, საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირი აფეთქდა. აფეთქება 8 სექტემბერს, დილის 06:55 საათზე მოხდა.

აფეთქების შედეგად დაზიანდა 24 ბინა, აქედან 17 მთლიანად დაინგრა.

საგანგებო სამსახურების ცნობით, აფეთქება მესამე სართულზე მდებარე ბინაში მოხდა, სადაც მრავალშვილიანი ოჯახი ცხოვრობდა.

მსგავსი