რუს ჰაკერებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლების წერილების მოპარვაში ადანაშაულებენ
რუს ჰაკერებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლების წერილების მოპარვაში ადანაშაულებენ. ინფორმაციას ამერიკული გამოცემა „პოლიტიკო“ იუწყება.
როგორც ვარაუდობენ, რუსმა კიბერდამნაშავეებმა სახელმწიფო დეპარტამენტის ორი – ევროპისა და ევრაზიის, და აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის დეპარტამენტების თანამშრომლების ელექტრონულ ფოსტებზე მიიტანეს იერიში.
როგორც ჟურნალისტები აცხადებენ, აღნიშნული დეპარტამენტები ნატო-სთან და აშშ-ის ევროპელ და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში პარტნიორებთან დაკავშირებულ დოკუმენტებზე მუშაობენ.
სახელმწიფო დეპარტამენტში კიბერშეტევის მასშტაბისა და სხვა დეტალების შესახებ არ საუბრობენ.