უკრაინის სამთავრობო ვებგვერდებზე და ბანკებზე მასშტაბური კიბერშეტევა განხორციელდა
უკრაინის სამთავრობო ვებგვერდებზე და ბანკებზე მასშტაბური კიბერშეტევა განხორციელდა

უკრაინის სამთავრობო ვებგვერდებსა და ბანკებზე მასშტაბური კიბერშეტევა განხორციელდა.

უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრის, მიხაილ ფედოროვის განცხადებით, ჰაკერული თავდასხმის სამიზნე გახდა უკრაინის უმაღლესი რადას, უკრაინის მინისტრთა კაბინეტისა და უკრაინის საგარეო საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროების ვებგვერდები.

კიბერშეტევის შედეგად, ასევე შეფერხდა უკრაინის რამდენიმე ბანკის ფუნქციონირება.

უკრაინის სამთავრობო და კომერციული დაწესებულებების წინააღმდეგ მიმდინარე წელს ეს უკვე მესამე კიბერთავდასხმაა.