რუს ჰაკერებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლების წერილების მოპარვაში ადანაშაულებენ

12:12, 31.03.2021

რუს ჰაკერებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლების წერილების მოპარვაში ადანაშაულებენ. ინფორმაციას ამერიკული გამოცემა „პოლიტიკოიუწყება.

როგორც ვარაუდობენ, რუსმა კიბერდამნაშავეებმა სახელმწიფო დეპარტამენტის ორი – ევროპისა და ევრაზიის, და აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის დეპარტამენტების თანამშრომლების ელექტრონულ ფოსტებზე მიიტანეს იერიში.

როგორც ჟურნალისტები აცხადებენ, აღნიშნული დეპარტამენტები ნატო-სთან და აშშ-ის ევროპელ და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში პარტნიორებთან დაკავშირებულ დოკუმენტებზე მუშაობენ.

სახელმწიფო დეპარტამენტში კიბერშეტევის მასშტაბისა და სხვა დეტალების შესახებ არ საუბრობენ.

მსგავსი