„როიტერი“ - ჰაკერებმა „ტვიტერის“ 200 მილიონზე მეტი მომხმარებლის ელექტრონული ფოსტის მისამართები მოიპარეს და ჰაკერულ ფორუმზე გამოაქვეყნეს 
„როიტერი“ - ჰაკერებმა „ტვიტერის“ 200 მილიონზე მეტი მომხმარებლის ელექტრონული ფოსტის მისამართები მოიპარეს და ჰაკერულ ფორუმზე გამოაქვეყნეს 

ჰაკერებმა სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ 200 მილიონზე მეტი მომხმარებლის ელექტრონული ფოსტის მისამართები მოიპარეს და ჰაკერულ ფორუმზე გამოაქვეყნეს.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ისრაელში დაფუძნებული კიბერუსაფრთხოების მონიტორინგის კომპანია Hudson Rock-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი ელონ გალი წერს, ინფორმაციის გაჟონვა გამოიწვევს ჰაკერულ შეტევებს, ასევე, მიზნობრივ „ფიშინგს“ და პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროებას.

როგორც „როიტერი“ აღნიშნავს, კომპანია „ტვიტერს“ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. მედიასაშუალება აღნიშნავს, რომ ჰაკერებმა მონაცემები შესაძლოა, 2021 წელს მოიპოვეს.