აშშ-ში აცხადებენ, რომ ირანის ხელისუფლებასთან კავშირში მყოფმა ჰაკერულმა ჯგუფმა ამერიკულ კომპანიებზე ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა დაიწყო

00:05, 18.11.2021

ირანის ხელისუფლებასთან კავშირში მყოფმა ჰაკერულმა ჯგუფმა ამერიკულ კომპანიებზე ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა დაიწყო, მათ შორის ჯანდაცვისა და სატრანსპორტო კომპანიებზე, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ შეტყობინებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

კიბერუსაფრთხოების განგაშის შესახებ ინფორმაცია უწყების ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განთავსდა.

ამავე განცხადებას უერთდება ავსტრალიისა და გაერთიანებული სამეფოს კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტებიც.

მსგავსი