აშშ-ში აცხადებენ, რომ ირანის ხელისუფლებასთან კავშირში მყოფმა ჰაკერულმა ჯგუფმა ამერიკულ კომპანიებზე ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა დაიწყო
ირანის ხელისუფლებასთან კავშირში მყოფმა ჰაკერულმა ჯგუფმა ამერიკულ კომპანიებზე ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა დაიწყო, მათ შორის ჯანდაცვისა და სატრანსპორტო კომპანიებზე, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ შეტყობინებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
კიბერუსაფრთხოების განგაშის შესახებ ინფორმაცია უწყების ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განთავსდა.
ამავე განცხადებას უერთდება ავსტრალიისა და გაერთიანებული სამეფოს კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტებიც.