უკრაინის რამდენიმე სამინისტროს ვებგვერდებზე კიბერშეტევა განხორციელდა
უკრაინის რამდენიმე სამინისტროს ვებგვერდებზე კიბერშეტევა განხორციელდა

უკრაინის სამინისტოებზე მასშტაბური კიბერშეტევა განხორციელდა, რის გამოც რამდენიმე სამინისტროს ვებგვერდი არ მუშაობს.

სამინისტროების ვებგვერდებზე მუქარის შემცველი შეტყობინებები უკრაინულ, რუსულ და პოლონურ ენებზე გამოჩნდა. ვებგვერდების შავ ფონებზე გამოქვეყნდა უკრაინის დროშის, გერბის და რუკის გადახაზული სურათები და ასევე ღორის გამოსახულების სურათი.

„კომპიუტერის ყველა მონაცემი განადგურებულია და მისი აღდგენა შეუძლებელია. თქვენს შესახებ ყველა ინფორმაცია საჯარო გახდა, გეშინოდეთ და უარესის მოლოდინი გქონდეთ. ეს თქვენ თქვენი წარსულისთვის, აწმყოსთვის და მომავლისთვის. ვოლინისთვის, უკრაინის ამბოხებულთა არმიისთვის, გალიციისთვის, პოლესიესთვის, ისტორიული მიწებისთვის“, – წერია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ჰაკერული თავდასხმა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს, განათლების და მეცნიერების სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის, მინისტრთა კაბინეტის ვებგვერდებზე განხორციელდა.