რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. როგორც საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი ნინო აკობია აცხადებს, კლინიკაში ამ დროისათვის 56 „კოვიდ“-ინფიცირებული განაგრძობს მკურნალობას. მისივე თქმით, შესაძლოა, რუხის კლინიკას დღეს მეორე გამოჯანმრთელებულიც ჰყავდეს.
ამასთან, ნინო აკობიას ინფორმაციით, კორონავირუსზე გამოკვლეული ფოთის მეხანძრის შუალედური ტესტირების პასუხი უარყოფითია.
„ფოთის მეხანძრის შუალედური ტესტირების პასუხი უარყოფითია. მას განმეორებით ტესტირება დღეს ჩაუტარდება და თუ პასუხი დღესაც უარყოფითი იქნება, ის გამოჯანმრთელებულად ითვლება“, – განაცხადა ნინო აკობიამ.