ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ კორონავირუსისგან სამი ჩვილი გამოჯანმრთელდა
ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ კორონავირუსისგან სამი ჩვილი გამოჯანმრთელდა

ქუთაისში, კლინიკა „ბომონდის“ კოვიდცენტრში ჩვილები გამოჯანმრთელდნენ. კოვიდცენტრი სამმა პაციენტმა დატოვა, აქედან ორი ერთი თვის, ხოლო ერთი 26 დღის ასაკისაა. როგორც ცნობილია, ჩვილების დაინფიცირება დედასთან კონტაქტის შემდეგ მოხდა.

ამ დროისთვის კლინიკაში მედიკოსები 14 ჩვილს აკვირდებიან. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ჩვილებიდან ყველაზე უფროსი ერთი თვის, ხოლო ყველაზე პატარა ერთი კვირის არის. პაციენტების ნაწილი კლინიკაში სახლებიდან, ნაწილი კი სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებიდან გადაიყვანეს.