რომან კაკულია საქართველოში სახელწიფო მდივნის თანამდებობის შემოღების მომხრეა
რომან კაკულია საქართველოში სახელწიფო მდივნის თანამდებობის შემოღების მომხრეა

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია საქართველოში სახელწიფო მდივნის თანამდებობის შემოღების მომხრეა.

როგორც კომიტეტის სხდომაზე კაკულიამ განაცხადა, მას სამინისტროებში შემცირებების კონტექსტმა დიდი ხნის წინ დაწყებული საუბარი გაახსენა, როცა საუბარი საჯარო რეფორმაზე იყო.

“სახელმწიფო მდივნის პოზიციის შემოღების თემა გახსოვთ. ცხადია, ჩვენ ოპტიმიზაციისკენ წასვლა მოგვიწევს და ის დისკუსიები გახსოვთ, როცა სახელმწიფო მდივნის პოზიციის შემოტანა, ამდენ მოადგილეს საჭიროს აღარ ხდის. ეს საუბარი იმ თემაზე დაბრუნებისკენ მიბიძგებს, რომელიც დღევანელი საუბრის თემა არ არის, მაგრამ მგონია, რომ თუ ოპტიმიზაცია სამომავლოდ დაგვჭირდება, ალბათ, ძალიან კარგი მოდელი იქნება იმ ქვეყნის მოდელები, სადაც არსებობენ – მინისტრები და სახელმწიფო მდივნები, რომლებიც არაპოლიტიკური პოზიციებია და ასეთ სტრუქტურებში დეპარტამენტებს უკვე ის დატვირთვა ნამდვილად აქვთ, რაც სტატუსიდან გამომდინარე გარკვეულ უხერხულობებს არ იწვევს ხოლმე.

ტურიზმის დეპარტამენტი და ნებისმიერი სამინისტროს სხვა დეპარტამენტები გარკვეულ უხერხულობას იწვევს დონესთან და სტატუსთან მიმართებაში”, – აღნიშნა კაკულიამ.