რომან კაკულია - „ლელო საქართველოსთვის“ პროგრამა მომავალში დასაწერი წიგნის სარჩევს გავს
რომან კაკულია - „ლელო საქართველოსთვის“ პროგრამა მომავალში დასაწერი წიგნის სარჩევს გავს

​„ლელო საქართველოსთვის“ პროგრამა მომავალში დასაწერი წიგნის სარჩევს გავს, – ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ „ლელო საქართველოსთვის“ საარჩევნო პროგრამის შესახებ განაცხადა.

„ზოგადად, გეგმა, რომელიც მათ წარმოადგინეს, ძალიან გავს კარგი, მომავალში დასაწერი წიგნის სარჩევს, რომლის შინაარსიც ჯერჯერობით დაწერილი არ არის და თანაც, ალბათ რაღაც განძის კუნძულია, სადაც აღმოჩენილი ის ადგილი, საიდანაც უნდა მოვიდეს თანხები, რომლითაც შესაძლებელი შეიძლება გახდეს იმ მიზნების განხორციელება, რაც იქ წერია. მე მგონი, დიდ პრობლემას აღარ წარმოადგენს დღეს, გაწერო ის, თუ რა არის გასაკეთებელი. ჩვენი ქვეყნის პრობლემა დიდი ხანია, აღარ არის იმის გაგება, თუ რა არის გასაკეთებელი. პრობლემაა ის, თუ როგორ და რა რესურსებით. ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ამ სამივე შეკითხვას ერთობლიობაში არ წარმოადგენს, ყველაზე საუკეთესო შემთხვევაში პოპულისტია და ყველაზე ცუდ შემთხვევაში, ალბათ ნაკლები აქვს ცოდნა იმასთან დაკავშირებით თუ რასთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა რომან კაკულიამ.

დატოვე კომენტარი