რომან კაკულია - „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოში“ არ მეგულება ადამიანი, რომელმაც აღიარა შეცდომები კი არა, პათოლოგიური გადახრები, რაც მათი ხელისუფლების პირობებში იყო
რომან კაკულია - „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოში“ არ მეგულება ადამიანი, რომელმაც აღიარა შეცდომები კი არა, პათოლოგიური გადახრები, რაც მათი ხელისუფლების პირობებში იყო

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას მოსაზრებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის განსხვავება იყო, თუ ვინ შეძლო და ვერ შეძლო წარსულის ძალადობრივი ნაწილის აღიარება.

მისი შეფასებით, ეს ვერც ერთმა მოახერხა. როგორც ჟურნალისტებს კაკულიამ განუცხადა, ვერც ერთმა პარტიამ ვერ შეძლო, საზოგადოება დაერწმუნებინა იმაში, რომ მათ შორის ერთი ისეთი ადამიანი მაინც არსებობს, ვისაც გულწრფელად სჯერა, ძალადობრივი ნაწილი რეალურად დანახული და გააზრებულია.

„შეიძლება, ადამიანმა თავისი ცხოვრების უკანასკნელ საათში ჩაიდინოს ყველაზე მნიშვნელოვანი საქციელი, მაგრამ ამას გულწრფელი აღიარება სჭირდება. სამწუხაროდ, მათ შორის არ მეგულება ადამიანი, რომელმაც შეცდომები კი არა, ის პათოლოგიური გადახრები აღიარა, რაც მათი ხელისუფლების პირობებში იყო“, – განაცხადა კაკულიამ.