როგორ აღწევს კორონავირუსი ადამიანის უჯრედებში — გრაფიკული გამოსახულებები
როგორ აღწევს კორონავირუსი ადამიანის უჯრედებში — გრაფიკული გამოსახულებები

კორონავირუსი SARS-CoV-2

SARS-CoV-2 არის კორონავირუსი, რომელიც იწვევს მსოფლიოში ამჟამად გავრცელებულ დაავადება COVID-19-ს. ცნობილია, რომ ადამიანის დაინფიცირება შეუძლია სულ მცირე ექვსი ტიპის სხვა კორონავირუსსაც. ზოგიერთი მათგანი იწვევს უბრალო გაციებას, ორი კი რესპირატორულ დაავადება SARS-სა და MERS-ს.

წვეტებით დაფარული

სახელი კორონავირუსი ეწოდათ გვირგვინის (კორონა) მსგავსი წვეტების გამო, რომლებიც მათი ზედაპირიდან არის გამოშვერილი. ვირუსი გახვეულია ზეთოვანი ლიპიდის მოლეკულების ბუშტში, რომელიც ადვილად ირღვევა საპონთან კონტაქტისას.

მოწყვლად უჯრედში შესვლა

ვირუსი ორგანიზმში შედის ცხვირის, პირის ან თვალების გავლით, შემდეგ სასუნთქ გზებში ეკვრის უჯრედებს, რა დროსაც წარმოიქმნება ცილა სახელად ACE2. მიჩნეულია, რომ ეს ვირუსი სათავეს იღებს ღამურებისგან, რომლებშიც ის შეიძლება ასევე მსგავს ცილას ეკვრის.

ვირუსული რნმ-ს გამოშვება

ვირუსი უჯრედს აინფიცირებს უჯრედის მემბრანასთან საკუთარი ცხიმოვანი მემბრანის სინთეზის გზით. მას შემდეგ, რაც შიგნით შეაღწევს, კორონავირუსი უშვებს გენეტიკური მასალის ნაწყვეტს, რომელსაც რნმ ეწოდება.

უჯრედის მიტაცება

ვირუსის გენომი 30 000 გენეტიკური „ასოსგან“ შედგება (ჩვენი 3 მილიარდზე მეტი). ინფიცირებული უჯრედი კითხულობს რნმ-ს და იწყებს ცილების წარმოებას, რომელიც მას იმუნური სისტემის თავდასხმისგან იცავს ეხმარება ვირუსის ახალი ასლების წარმოებაში.

ანტიბიოტიკები კლავს ბაქტერიას და უმოქმედოა ვირუსების წინააღმდეგ. თუმცა, მეცნიერები ტესტავენ ანტივირუსულ საშუალებებს, რომლებმაც შეიძლება დაანგრიოს ვირუსული ცილები და შეაჩეროს ინფექციის გავრცელება.

ვირუსული ცილების წარმოება

ინფექციის პროგრესთან ერთად, უჯრედის აპარატი იწყებს ახალი წვეტებისა და სხვა ცილების წარმოებას, რომლებიც კორონავირუსის უფრო მეტ ასლს აწარმოებენ.

ახალი ასლების შემოკრება

ვირუსის ახალი ასლები იკრიბება და უჯრედის გარე კიდეებისაკენ გადადის.

ინფექციის გავრცელება

თითოეულ ინფიცირებულ უჯრედს შეუძლია წარმოქმნას ვირუსის მილიონობით ასლი, შემდეგ კი თავად იშლება და კვდება. ამის შემდეგ, ვირუსები აინფიცირებს ახლომდებარე უჯრედებს ან ხვდება ფილტვებში გაქცეულ წვეთებში.

იმუნური პასუხი

COVID-19 უმეტეს შემთხვევაში იწვევს ტემპერატურის მომატებას, რაც იმის ნიშანია, რომ იმუნური სისტემა ვირუსის განადგურებას ცდილობს. მძიმე შემთხვევებში, იმუნურმა სისტემამ შეიძლება გადამეტებულად იმოქმედოს და თავს დაესხას ფილტვის უჯრედებს. შედეგად, ფილტვებში გროვდება დიდი ოდენობით სითხე და მკვდარი უჯრედები, რაც სუნთქვას ართულებს. მცირე პროცენტულობის ინფექციასაც კი შეუძლია გამოიწვიოს მწვავე რესპირატორული აშლილობის სინდრომი ანდაც სიკვდილი.

ორგანიზმის დატოვება

დახველების ან დაცემინების შედეგად, ვირუსის შემცველი წვეთები შეიძლება დაეცეს ახლოს მყოფ ადამიანებს ან საგნებს, სადაც ვირუსს შეუძლია იცოცხლოს რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე. ინფიცირებულ ადამიანებს ვირუსის გავრცელების თავიდან აცილება შეუძლიათ ნიღბების ტარებით, მაგრამ ასეთი პირბადეები გამოუსადეგარია ჯანმრთელი ადამიანებისთვის.

შესაძლო ვაქცინა

სამომავლო ვაქცინა ორგანზმს უნდა დაეხმაროს ანტისხეულების წარმოებაში, რომლებიც მიზანში ამოიღებენ SARS-CoV-2 ვირუსს და მას ადამიანის უჯრედში შეღწევის საშუალებას არ მისცემენ. ამავე გზით მოქმედებს გრიპის ვაქცინა, მაგრამ ამ ვაქცინის მიერ წარმოქმნილი ანტისხეულები კორონავირუსისგან ვერ დაგვიცავს.

კორონავირუსითა და სხვა ვირუსებით ინფიცირების თავიდან აცილების საუკეთესო გზაა ხელების საპნით ხშირად დაბანა, სახეზე ხელების არშეხება, ავადმყოფი ადამიანებისგან დისტანციის დაცვა და ხშირად გამოყენებადი ნივთებისა და ზედაპირების ხშირად გაწმენდა სადეზინფექციო ხსნარით.

მომზადებულია The New York Times-ის მიხედვით.