აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) მსუბუქ წონით დივიზიონში (lightweight) რენატო მოიკანოს რიგით მეორე ბრძოლა 17 ოქტომბერს, აბუ დაბის საბრძოლო კუნძულზე მაგომედ მუსტაფაევის წინააღმდეგ უნდა ჩაეტარებინა, თუმცა როგორც ირკვევა აღნიშნული დაპირისპირება აღარ გაიმართება. მიზეზი კი ბრაზილიელი მებრძოლის ორთაბრძოლიდან ჩახსნა გახდა. ჯერჯერობით ოფიციალური მიზეზი ცნობილი არ არის. ასევე უცნობია, შეეცდება თუ არა პრომოუშენი მუსტაფაევისთვის ახალი მეტოქის მონახვას.
17 ოქტომბრის ქარდის მთავარი ბრძოლა ბრაიან ორტეგასა და ჩან სუნგ იუნგს (კორეელი ზომბი) შორის შედგება.
რენატო მოიკანომ (14-3-1) მსუბუქ წონით დივიზიონში (lightweight) სადებიუტო ბრძოლა მარტში გამართა და დამირ ჰაჯოვიჩი 44 წამში ეფექტური მომგუდავი ილეთით დაამარცხა.
მაგომედ მუსტაფაევმა (14-4) ბოლო ჩატარებული 5 ბრძოლიდან 3 გამარჯვებით დაასრულა. ის UFC-ში 2015 წლიდან ასპარეზობს.