რაჭაში დაკარგული 21 წლის შოთა სამხარაძე გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, მამაკაცის ცხედარი კურორტ შოვთან ახლოს, ტყეში იპოვეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
შსს-ს ცნობით, დანიშნულია ექსპერტიზა და გარდაცვალების მიზეზს ექსპერტები დაადგენენ.
შოთა სამხარაძე კურორტ შოვის ტერიტორიაზე 14 იანვრის ღამეს გაუჩინარდა. მას მაშველები, პოლიცია და ადგილობრივები ეძებდნენ.