რაგბის კავშირის არჩევნები | საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვაჟა სირაძე - სამართალდამცავებმა სიტუაცია განმუხტეს, დაკავებული არავინაა #1TVSPORT
რაგბის კავშირის არჩევნების მსვლელობისას, „ექსპო ჯორჯიაში“, საარჩევნო დარბაზში შეჭრას ცდილობდნენ ირაკლი აბუსერიძის მომხრეები.
მათ მოლი შეკრეს და სამართალდამცავებს ისე მიაწვნენ. თუმცა შეღწევა ვერ მოახერხეს.
საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა ვაჟა სირაძემ არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით კომენტარი ჟურნალისტებთან გააკეთა:
„რაგბის კავშირის საარჩევნო ყრილობისას რაც მოხდა, მოვლენები როგორც განვითარდა, თავადაც ნახეთ. სიტუაცია ძალიან დაძაბული იყო, თუმცა საპატრულო პოლიციამ მისი განმუხტვა მოახერხა. დაკავებული არავინაა“.