ფრანგული გამოცემა „ეკიპი“ - საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს ინგლისელი მწვრთნელი ეყოლება #1TVSORT
ფრანგული გამოცემა „ეკიპი“ - საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს ინგლისელი მწვრთნელი ეყოლება #1TVSORT

ავტორიტეტული ფრანგული გამოცემის, „ეკიპის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს ინგლისელი სპეციალისტი, 52 წლის რიჩარდ კოკერილი გაწვრთნის.

კოკერილი სეზონის დასაწყისში ფრანგული კლუბის, „მონპელიეს“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, მაგრამ საფრანგეთის ჩემპიონატში (TOP 14) ბოლო დროს წარუმატებელი თამაშის გამო გუშინ, 21 ნოემბერს თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

„ეკიპის“ ინფორმაციით, საქართველოს რაგბის კავშირსა და რიჩარდ კოკერილს შორის ორწლიანი კონტრაქტი ხუთშაბთას, 23 ნოემბერს გაფორმდება.

კოკერილი თამაშობდა „ქოვენთრის“, „ლესტერისა“ და „კლერმონის“ შემადგენლობაში, ინგლისის ნაკრებში 27 მატჩში სამი ლელოს დადება მოახერხა.

2005 წლიდან კოკერელმა სამწვრთნელო საქმიანობა დაიწყო. თავიდან „ლესტერში“ ფორვარდებს“ ავარჯიშებდა, მთავარ მწვრთნელად უმუშავია „ტულონში“, „მონპელიესა“ (საფრანგეთი) და „ედინბურგში“ (შოტლანდია).

„მონპელიეში“ დანიშვნამდე კოკერილი ინგლისის ნაკრების ფორვარდების მწვრთნელი გახლდათ.