რაგბი | საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პოლონეთი დაამარცხა #1TVSPORT
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში პირველი მატჩი პოლონეთის ნაკრებთან გამართა, მეტოქე 45:15 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.
ქართველებმა მეტოქეს შვიდი ლელო დაუდეს, თავი მიხეილ მგალობლიშვილმა, გიორგი ქევანიშვილმა, ალექსანდრე მამაიაშვილმა, ჯაბა ჯიბღაშვილმა, გეგი გიორგობიანმა, ბართლომე ხამაშურიძემ და ნიკოლოზ ჯანგულაშვილმა გამოიჩინეს, ლუკა ჭაკუამ კი ხუთი ლელო ზუსტად გარდასახა.
ნახევარფინალში საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების მეტოქე ნიდერლანდებსა და პორტუგალიას შორის გამარჯვებული იქნება.