რაგბი | საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალში ესპანეთს ეთამაშება – მწვრთნელებმა შემადგენლობა დაასახელეს #1TVSPORT

20:42, 13.11.2026

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 18-წლამდე მორაგბეთა შორის საქართველოს ნაკრები ზედიზედ მეთერთმეტედ გავიდა ფინალში, სადაც მისი მეტოქე ესპანეთის ნაკრები იქნება – მატჩი 14 ნოემბერს 20:30 საათზე გაიმართება.

უმცროსი „ბორჯღალოსნები“ 2025 წელს ევროპის ჩემპიონატის ფინალში განცდეილი მარცხის გამო ესპანეთთან რევანშისთვის იბრძოლებენ და ტიტულის დაბრუნებას შეეცდებიან.

საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო  შტაბმა, გიორგი ნემსაძის ხელმძღვანელობით, მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა:

საქართველოს ნაკრები ესპანეთთან ფინალისთვის:

ხაზი: 15. ლუკა ჭაკუა, 14. ლუკა მუშკუდიანი, 13. გოგა ბერიძე, 12. მიხეილ მგალობლიშვილი, 11. ალექსანდრე მამაიაშვილი, 10. მათე მახარაძე, 9. გიორგი ხონელიძე.

შერკინება: 1. ლუკა ბარბაქაძე, 2. ალექსანდრე გამყრელიძე, 3. გიორგი ბერძენიშვილი, 4. ნიკოლოზ ფანცულაია, 5. ლუკა შულაია, 6. გიორგი ქევანიშვილი, 7. გიორგი სუთიაშვილი, 8. მათე ბერუაშვილი.

სათადარიგოები: საბა ჯიბღაშვილი, 17. საბა მერებაშვილი, 18. საბა მაჭარაშვილი, 19. დავით ლაცაბიძე, 20. ნიკოლოზ ხარებავა, 21. ალექსანდრე გაგუა, 22. ნიკოლოზ ჩაჩანიძე, 23. რეზი ცხვედიანი, 24. ნიკოლოზ ჯანგულაშვილი, 25. ბართლომე ხამაშურიძე, 26. გეგა გიორგობიანი.

ფინალამდე საქართველოს ნაკრებმა ორი მატჩი ჩაატარა – მეოთხედფინალში პოლონეთი 45:15 დაამარცხა, ნახევარფინალში კი ნიდერლანდებს 24:19 სძლია.

მსგავსი