რაგბი | მსოფლიო რაგბის ერთა თასზე საქართველოს ნაკრებმა კანადა დაამარცხა #1TVSPORT

20:05, 07.11.2026

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო რაგბის 2026 წლის ერთა თასის ნოემბრის ეტაპის პირველ მატჩში „ავჭალის“ სტადიონზე კანადის ნაკრები დაამარცხა.


საქართველო – კანადა 59:14


საქართველო

ლელო – პაპუნაშვილი, ტაბუცაძე (2), ნინიაშვილი, ტაბატაძე, საჯარიმო ლელო, გიგაშვილი, კახოიძე, კარკაძე

გარდასახვა – მატკავა (6)

კანადა

ლელო – ლესაგე, კელი

გარდასახვა – მეკმულინი (2)

 

პირველ ტაიმში ქართველმა მორაგბეებმა მეტოქის ჩათვლის მოედანში ოთხი ლელო დადეს, რასაც სტუმრებმა ორით უპასუხეს და პირველი ნახევარი „ბორჯღალოსნებმა“ 24:14 მოიგეს.

საქართველოს ნაკრებიდან ლელოები დაჩი პაპუნაშვილმა, აკაკი ტაბუცაძემ, დავით ნინიაშვილმა და ლუკა ტაბატაძემ გაიტანეს, აღსანიშნავია, რომ ტაბატაძემ ეროვნულ ნაკრებში პირველი მატჩი ჩაატარა და სადებიუტო ლელოც მიითვალა.

მეორე ტაიმის დასაწყისში კანადელები საჯარიმო ლელოთი დაისაჯნენ, თან 10 წუთით კაცნაკლულნი დარჩნენ, არბიტრმა მათი კაპიტანი სინბინში გაუშვა.

თამაშის დარჩენილი დროც საქართველოს ნაკრების უპირატესობით გაგრძელდა. „ბორჯღალოსნებმა“ კიდევ ოთხი ლელო დადეს (გიგაშვილი, კახოიძე, ტაბუცაძე, კარკაძე) და მსოფლიო რაგბის ერთა თასის გათამაშებაში მეოთხე გამარჯვება მოიპოვეს.

მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 14 ნოემბერს კვლავ „ავაჭალის“ სტადიონზე ტონგასთან გამართავს.

მსგავსი