შეთანხმება შედგა - რიჩარდ კოკერილი საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელია #1TVSPORT
შეთანხმება შედგა - რიჩარდ კოკერილი საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელია #1TVSPORT

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ლევან მაისაშვილი წასვლის შემდეგ ეს თანამდებობა ვაკანტური იყო. რაგბის კავშირის ხელმძღვანელობა მოლაპარაკებას რამდენიმე სპეციალისტთან აწარმოებდა, რომელთაგან საბოლოოდ არჩევანი ინგლისელ რიჩარდ კოკერილზე შეჩერდა, რომელიც ცოტა ხნის წინ საბოლოო მოლაპარაკებებისთვის თბილისში ჩამოვიდა.

FreeRugby.ge-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რაგბის კავშირსა და ინგლისელ სპეციალისტს შორის შეთანხმება შედგა და რიჩარდ კოკერილი საქართველოს ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელია. ინგლისელ სპეციალისტთან ოთხწლიანი კონტრაქტი გაფორმდება 1+1+2 სისტემით.

53 წლის კოკერილის ოფიციალური წარდგენა უახლოეს პერიოდში – რაგბი ევროპის სუპერთასზე „შავი ლომისა“ და „თელავივ ჰითის“ ფინალურ შეხვედრამდე იგეგმება.