გომბორის უღელტეხილზე სამარშრუტო ტაქსი, რომელსაც თბილისის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეები ექსკურსიაზე მიჰყავდა, ხევში გადავარდა. შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, აქედან ერთი არასრულწლოვანია.
ავარიის დროს დაშავდა რამდენიმე ადამიანი, რომლებიც თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
მათ მოსანახულებლად ადგილზე შინაგან საქმეთა და განათლების მინისტრების მოადგილეები გაემგზავრნენ.