რა ვითარებაა გომბორზე, ავარიის ადგილზე – ვიდეოკადრები
გომბორის უღელტეხილზე სამარშრუტო ტაქსი, რომელსაც თბილისის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეები ექსკურსიაზე მიჰყავდა, ხევში გადავარდა. შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, აქედან ერთი არასრულწლოვანია.
ავარიის დროს დაშავდა რამდენიმე ადამიანი, რომლებიც თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.