რა ხდება ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის შემდეგ - ვიდეოკადრები
თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სპეცოპერაციის შემდეგ ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. შემთხვევის ადგილზე ვიდეო კადრები პირველმა არხმა გადაიღო.
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია 22 ნოემბერს გვიან ღამიდან მიმდინარეობდა. ისმოდა სროლისა და აფეთქებების ხმა.
დაახლოებით, 04:00 საათზე სამართალდამცავებმა მოქალაქეებს სთხოვეს, ის კორპუსი დაეტოვებინათ, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობდა.
სპეცოპერაციის ადგილზე პოლიციას მიმდებარე ტერიტორია ყვითელი ლენტით ჰქონდა შემოსაზღვრული და იქ შესვლის უფლებას არავის აძლევდა.
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა ჩაატარა.