რა გავლენას ახდენს გარემოს ტემპერატურა ღამის სიზმრებზე - თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტი
გენური ინჟინერიით გამოყვანილ თაგვებზე ჩატარებული კვლევის შედეგად, მეცნიერებმა გაარკვიეს, რატომ არ ვხედავთ სიზმრებს ძალიან მაღალ ან ძალიან დაბალ გარემომცველ ტემპერატურაში. პასუხი მარტივია — ტვინი ამ დროს კანის დაცვით არის დაკავებული.
ბერნის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერებმა თაგვებში გატეხეს რეცეპტორის გენი და აკვირდებოდნენ, რა გავლენას მოახდენდა ტემპერატურის ცვლილება მათი ძილის მდგომარეობაზე; აღმოჩნდა, რომ ამ დროს ტვინი პრიორიტეტს ტემპერატურის კონტროლს ანიჭებს და არა სიზმრებს.
როცა საკმაოდ კომფორტულად ვართ, ჩვენი ტვინი ადვილად მონაცვლეობს დასვენების მდგომარეობასა და ე. წ. სწრაფ ძილს (REM) შორის.
დაღლილობა, მაგალითად, ძილის წინ სერიალების ყურება ხშირად ნამდვილი მენტალური ვარჯიშია. ჩქარდება სუნთქვა, თქვენი თვალები მიჰყვება ფილმის პერსონაჟებს, კუნთები კი იკუმშება, რადგან ებრძვის გადაადგილების ბრძანებას.
ამ ყველაფერს გარკვეული მიზეზი უნდა ჰქონდეს. მრავალი ჰიპოთეზის თანახმად, სიზმრები დღის განმავლობაში გადატანილ მოვლენათა მენტალური დამუშავების ერთ-ერთი გზაა.
სიზმრებს ისე ადვილად ვერ ვხედავთ მაშინ, როცა საძინებელ სივრცეში ძალიან ცხელა ან ძალიან ცივა.
გარდა ამისა, ჩვენს მსგავსს თბილსისხლიან ცხოველებში სიზმრის ხედვის დროს ტემპერატურის რეგულაცია ითრგუნება. ოფლდენა, კანკალი, სუნთქვის გაძნელება, აწითლება, სწრაფი ძილის დროს ტემპერატურის შენარჩუნებისთვის ეფექტიანი არ არის.
ბერნის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერის, მარკუს შმიტდის განცხადებით, სწრაფი ძილის დროს თერმორეგულაციის დარღვევა ძილის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ასპექტია; განსაკუთრებით კი მაშინ, როცა გვაქვს საკმაოდ დახვეწილი მექანიზმი, რომელიც გაღვიძებულზე ან არასწრაფ ძილში ტემპერატურას აკონტროლებს.
ძალიან მარტივი ლოგიკაა საჭირო, რათა მივხვდეთ, რომ ჩვენი ტვინი არჩევანს აკეთებს — დაამუშაოს დღის განმავლობაში გადატანილი მოვლენები თუ მათ თქვენი სხეულის გაყინვის ან გადახურებისგან დაცვის სანაცვლოდ შეელიოს. გარკვეულ მიზეზთა გამო, ტვინს ამ ორივეს ერთდროულად გაკეთება არ შეუძლია.
ამ მოსაზრების შესამოწმებლად, შმიდტმა და მისმა ჯგუფმა ფოკუსირება ლაბორატორიის თაგვების ჰიპოთალამუსზე მოახდინა. ტვინის ეს ნაწილი არეგულირებს თერმორეგულაციასა და ნელ ძილს.
წინა კვლევების საფუძველზე ცნობილია, რომ მელანინის კონცენტრირებადი ჰორმონის (MCH) ნეირონები ჩართულია სიზმრებიან ძილში. ამიტომ, მკვლევრებმა MCH-ის გენები მოკლეს, მეორე შემთხვევაში კი ძალით გაააქტიურეს ოპტოგენეტიკის სახელით ცნობილ პროცესში.
ლაბორატორიის ხნიერი თაგვი მათ ტემპერატურული კონტროლის გარემოში მოათავსეს. აღმოჩნდა, რომ ტემპერატურის ზრდასთან ერთად, იზრდება სწრაფი ძილის ხანგრძლივობაც.
სითბოს მატებასთან ერთად, სწრაფ ძილში არანაირი ცვლილება არ აღენიშნათ არაფუნქციონირებადი MCH რეცეპტორების მქონე თაგვებს, მათმა ჰიპოთალამუსმა გარემო ტემპერატურა უგულებელყო.
ტარგეტირებული სინათლით MCH სისტემის ჩართვა-გამორთვამ ასევე მიუთითა, რომ მელანინის კონცენტრირებადი ჰორმონის ნეირონები ტვინისთვის გადამწყვეტია სწრაფ ძილში ტემპერატურის მენეჯმენტისათვის.
ექსპერიმენტმა ნათლად აჩვენა, რამდენად მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან სიზმრები და თერმორეგულაციის დარღვევა.
როგორც ჩანს, თავის ტვინის ორი უმნიშვნელოვანესი დავალება გარკვეულ მომენტში ერთმანეთთან კონფლიქტში მოდის.
რა თქმა უნდა, ჩვენ არ შეგვიძლია ძილის დროს ავდგეთ და უკეთესი ადგილი შევარჩიოთ, მაშინ, როცა სხეული უმთავრეს დავალებად შესაბამისი ტემპერატურის შერჩევას მიიჩნევს.
თუკი გარემო პირობები ამ მოთხოვნას არ ემთხვევა, როგორც ჩანს, ჩვენმა ტვინმა ისწავლა, როგორ შეეცადოს სიტუაციის გამოსწორებას.
კვლევა ჟურნალ Current Biology-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია unibe.ch-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.