ქუთაისში მდებარე მეტალურგიული ქარხნის, შპს „ამბიკონ სტილსის“ თანამშრომლები საპროტესტო აქციას მართავენ.
მეტალურგიული ქარხნის 200-მდე თანამშრომელი მეორე დღეა მუშაობაზე უარს აცხადებს. აქციის მონაწილეები ხელფასების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ. დასაქმებულების თქმით, საწარმოში არ არის სამუშაოსთვის შესაბამისი პირობები და სათანადო აღჭურვილობა.
მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლებს მხარდაჭერას პროფკავშირები უცხადებენ და აქციას ტყიბულიდან, ჭიათურიდან და ზესტაფონიდან შეუერთდნენ. ასევე დაგეგმილია, რომ პროფკავშირების წარმომადგენლები და ქარხნის თანამშრომლები კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.