ქუთაისში მეტალურგიული ქარხნის თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა

10:54, 04.06.2021

ქუთაისში მეტალურგიული ქარხნის თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, 60-წლამდე მამაკაცი სიმაღლიდან ჩამოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი