რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ტერიტორიაზე აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ტერიტორიაზე აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ტერიტორიაზე აფეთქების შედეგად 60 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ, 18:00 საათზე მოხდა.

საწარმოში განმარტავენ, რომ აფეთქება საწარმოო პროცესში არ მომხდარა და გაურკვეველი ნივთი ეზოში აფეთქდა.

„გაურკვეველი წარმოშობის დანადგარი აფეთქდა საწარმოს ტერიტორიაზე, თუმცა ეს გარე ტერიტორიაა და არა საამქრო. გამოძიება დაწყებულია და ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, გაირკვეს, რა მოხდა“, – აცხადებს ქარხნის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი სალომე ჩხეიძე.

შსს საქმეზე გამოძიებას აწარმოებს.

დატოვე კომენტარი