რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში სორტული საამქროს თანამშრომლები გაიფიცნენ

11:36, 05.07.2022

რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში სორტული საამქროს თანამშრომლები გაიფიცნენ.

გაფიცულები ხელფასის 30 პროცენტით მომატებას და მე-13 ხელფასს ითხოვენ.

ისინი ქარხნის ადმინისტრაციულ შენობასთან არიან შეკრებილნი. გაჩერებულია საამქრო, რომლის ამუშავებასაც მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ აპირებენ.

აქციის მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებენ პროფკავშირები.

ამასთან, როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, მოლაპარაკებებს აწარმოებენ გაფიცულებთან და მზად არიან, ხელფასი ეტაპობრივად გაზარდონ.

მსგავსი