ქუთაისში ევროინტეგრაციის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა
ქუთაისში ევროინტეგრაციის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

ქუთაისში ევროინტეგრაციის მხარდასაჭერი მშვიდობიანი აქცია გაიმართა. სამოქალაქო აქტივისტები, მოქალაქეები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა კოლხური შადრევნის გარშემო ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს.

აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ საქართველო აუცილებლად უნდა შეუერთდეს ევროპულ ოჯახს, ამისთვის კი უნდა შესრულდეს ყველა ის ვალდებულება, რომლისთვისაც ქვეყანას ექვსთვიანი ვადა აქვს.