ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი მეუღლისა და მამის ცემაში ბრალდებული გრიგოლ ბაკურაძის პროცესი იმართება
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი მეუღლისა და მამის ცემაში ბრალდებული გრიგოლ ბაკურაძის პროცესი იმართება

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი მეუღლისა და მამის ცემაში ბრალდებული გრიგოლ ბაკურაძის მორიგი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.​ მოსამართლე მურთაზ კაპანაძე მხარეთა შესავალ სიტყვებს ისმენს.

შესავალი სიტყვა წარმოთქვა თავად ბრალდებულმაც. გრიგოლ ბაკურაძე აცხადებს, რომ წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს, რადგან მაგდალენა გოშხეთელიანი მისი ოჯახის წევრი არ არის, გამომდინარე იქედან, რომ ის კანონიერ ქორწინებაში გოშხეთელიანთან არასდროს ყოფილა. აქედან გამომდინარე, ოჯახური ძალადობის ბრალდება ბაკურაძისთვის მიუღებელია.

ყოფილი ცოლისა და მისი მამის ცემაში ბრალდებულ გრიგოლ ბაკურაძეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ პატიმრობა მიმდინარე წლის იანვარში შეუფარდა.