გორის რაიონულ სასამართლოსა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სამართალდამცველები მუშაობენ
გორის რაიონულ სასამართლოსა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სამართალდამცველები მუშაობენ

გორის რაიონულ სასამართლოში სამართალდამცველები მუშაობენ. სასამართლოს შენობაში ამჟამად არავის უშვებენ.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, გადაიდო სასამართლო პროცესები. სამართალდამცველების მუშაობის მიზეზი, შესაძლოა, ანონიმური შეტყობინება იყოს.

ასევე, სამართალდამცველები მუშაობენ ქუთაისის საქალაქო სასამართლოშიც. დაახლოებით ერთი საათის წინ სასამართლოს შენობიდან ადამიანები გაიყვანეს. ადვოკატ დალი სულქველიძის განცხადებით, სასამართლო პროცესზე მანდატური შევიდა და მოსამართლეს რაღაც შეატყობინა, რის შემდეგაც მოსამართლემ შესვენება გამოაცხადა და მხარეებს შენობიდან გასვლისკენ მოუწოდა. ადვოკატის ინფორმაციით, სასამართლოს მეილზე შევიდა შეტყობინება, რომელიც შენობაში ბომბის არსებობას იტყობინებოდა.