სასამართლომ სოფელ საყულიაში დაკავებულ ირაკლი მუკბანიანს პატიმრობა შეუფარდა
სასამართლომ სოფელ საყულიაში დაკავებულ ირაკლი მუკბანიანს პატიმრობა შეუფარდა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სოფელ საყულიაში დაკავებულ ირაკლი მუკბანიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

მუკბანიანის ადვოკატებმა სასამართლოს წინაშე დააყენეს შუამდგომლობა, რომ მოსამართლეს ირაკლი მუკბანიანისთვის აღკვეთის ღონისძიების არც ერთი სახე არ შეეფარდებინა, ალტერნატივის სახით კი 10 000 ლარის ოდენობის გირაო მოითხოვეს.

სასამართლოს შენობასთან მუკბანიანის ოჯახის წევრები და ახლობლები იყვნენ შეკრებილები.

ირაკლი მუკბანიანი პოლიციამ გუშინ დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, ის 29 მაისს, გუმათში, „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელს თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

დატოვე კომენტარი