ონში დაპირისპირების ფაქტზე დაკავებულ კ.ი.-ს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
ონში დაპირისპირების ფაქტზე დაკავებულ კ.ი.-ს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ნოდარ ბურდილაძის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულ კ.ი-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით გრძელდება.

წარდგენილი ბრალდების დადასტურების შემთხვევაში კ.ი.-ს 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.