ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მერაბ კვირიკაშვილის საქმეზე ბრალდების მხარის მოწმეები დაკითხეს
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მერაბ კვირიკაშვილის საქმეზე ბრალდების მხარის მოწმეები დაკითხეს

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მერაბ კვირიკაშვილის საქმეზე ბრალდების მხარის მოწმეები დაკითხეს. ერთ-ერთი მოწმე იყო კახი ნემსაძე, რომელიც მერაბ კვირიკაშვილის ავტომობილს ავტოსაგზაო შემთხვევამდე უკან მიყვებოდა.

ადვოკატის ინფორმაციით, მოწმემ ისაუბრა, როგორ განვითარდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა და აღნიშნა, რომ დაინახა სატვირთო ავტომობილი, რომელთან მიახლოების შემდეგაც მერაბ კვირიკაშვილის ავტომობილი გზის მარჯვენა სავალ ნაწილზე გადავიდა. გამომძიებლებმა ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე ისაუბრეს.

2016 წელს ავტოსაგზაო შემთხვევას მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე, ასევე 26 წლის გიორგი პაპასკირი, მისი მეუღლე ნუცა კალანდარია და მათი მეგობარი ანი ჩხაიძე ემსხვერპლნენ.
შემდეგი სხდომა 16 ივლისს 16:00 საათზე ჩაინიშნა. შემდეგ სხდომაზე ბრალდების მხარე სავარაუდოდ მოწმეების დაკითხვას დაასრულებს. ამის შემდეგ გამოიკვლევენ ნივთიერ მტკიცებულებებს.

განაჩენი საქმეზე სავარაუდოდ შემოდგომაზე დადგება.